საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სტარტი 28-ე ტურმა აიღო და მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ მორიგი ქულები დაკარგა, რითაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის საკითხი კიდევ უფრო გაირთულა.
კახა ცხადაძის გუნდი სტუმრად წყალტუბოს „სამგურალს“ ეწვია, რომელიც მიმდინარე სეზონში ვერცერთხელ დაამარცხა. იმერლები სერგო კუხიანიძის პენალტით უკვე მეორე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ „დინამომ“ 29-ე წუთისთვის წინ გასვლა შეძლო. ანგარიში დავით სხირტლაძემ გაათანაბრა, ხოლო ოსეი ბარნსიმ დინამოელები წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში სტუმრებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და კალანდარიშვილმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:2. „დინამო თბილისს“ 53 ქულა აქვს და „დინამო ბათუმს“ 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. „სამგურალი“ კი 36 ქულით მეექვსე ადგილზეა.
„თელავმა“ „სამტრედიას“ სტუმრად ლაშა შერგელაშვილისა და ანტონ თოლორდავას გოლებით მოუგო, რითაც უმნიშვნელოვანესი ქულები მიითალა. კახურმა გუნდმა სახიფათო ზონა დატოვა და 29 ქულით მეშვიდეა, ხოლო „სამტრედია“ 16 ქულით უიმედო აუტსაიდერია და ბოლო ადგილზეა.
ქობულეთის „შუქურამ“ ხანგრძლივი მოუგებელი სერია შთამბეჭდავად დაასრულა და შინ გორის „დილას“ 4 უპასუხო გოლი გაუტანა. შედეგად, გიორგი შაშიაშვილის გუნდი მაინც მეცხრე პოზიციაზე დარჩა, მაგრამ სამშვიდობო ზონასთან ჩამორჩენა 4 ქულაა და ამ გამარჯვებით ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გამოისწორა, გორის „დილა“ კი 44 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა.
„სამგურალი“ – „დინამო თბილისი“ 2:2 (1:2)
გოლები: 1:0 კუხიანიძე (2, პენ), 1:1 სხირტლაძე (12), 1:2 ბარნსი (29), 2:2 კალანდარიშვილი (73)
„შუქურა“ – „დილა“ 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 სარდაშვილი (9), 2:0 მუსელიანი (10), 3:0 კომახიძე (51), 4:0 ინგოროყვა (80)
„სამტრედია“ – „თელავი“ 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 შერგელაშვილი (16), 0:2 თოლორდავა (34)