პორტუგალიის ნაკრებს მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველი, ფაბიო კოენტრაო დააკლდება.
ამის მიზეზი, მარცხენა მუხლის ტრავმაა, რომელიც ფეხბურთელს აწუხებს. კონტრაოს ნაკრებში 47 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 4 გოლი გაუტანია.
პორტუგალიის ნაკრები 10 ოქტომბერს გასვლაზე საფრანგეთის ნაკრებს გაეჯიბრება ამხანაგურად, ხოლო 14-ში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დანიაში ჩავა სათამაშოდ.