საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩები გაიმართა, რის შედეგადაც ლიდერთა შორის სტატუსქვო შენარჩუნდა.
„დინამო ბათუმმა“ და „დინამო თბილისმა“ ვერ მოიგეს, ორივე ფრე ითამაშა და ორივე იდენტური ანგარიშით. „დინამო თბილისი“ დერბიში „ლოკომოტივს“ ესტუმრა და ვერ მოიგო. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში კახა ცხადაძის გუნდი ზორან მარუშიჩის გოლით დაწინაურდა, მაგრამ მერე ირაკლი სიხარულიძისა და ნიკა სანდოხაძის გოლებით „ლოკო“ დაწინაურდა. სტუმრები მარცხისგან ოსეი ბარნსიმ იხსნა, რომელმაც 81-ე წუთზე გაათაბრა, მაგრამ ეს ქულა „დინამო თბილისისთვის“ დიდი ვერაფერი შვებაა, რადგან „დინამო ბათუმს“ ისევ 5 ქულით ჩამორჩება.
გია გეგუჩაძის გუნდმა სტუმრად გორის „დილას“ ვერ მოუგო. ეს მატჩიც საინტერესო გამოდგა. ჯერ გორელები დაწინაურდნენ უსმანე კამარას გოლით, მერე ჯაბა ჯიღაურისა და ვლადიმერ მამუჩაშვილის გოლებით ბათუმელები დაწინაურდნენ, საბოლოო ანგარიში კი ნიკა გაგნიძემ დააფიქსირა - 2:2.
გორის „დილამ“ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა, მაგრამ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაკარგა, რადგან კონკურენტმა თბილისის „საბურთალომ“ „სამტრედიას“ სტუმრად მოუგო და სამეულში თავად შეაბიჯა.
27-ე ტურის კიდევ ორ მატჩში ფრე დაფიქსირა. „სამგურალი“ და „ტორპედო“ უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს, ხოლო „შუქურასა“ და „თელავის“ დაპირისპირება 1:1 დასრულდა. ამრიგად, ტურის ხუთი მატჩიდან ოთხში ფრე დაფიქსირდა.
„დილა“ – „დინამო ბათუმი“ 2:2 (1:1)
გოლები: 1:0 კამარა (23), 1:1 ჯიღაური (33), 1:2 მამუჩაშვილი (73, პენ), 2:2 გაგნიძე (76)
„სამგურალი“ – „ტორპედო“ 0:0 (0:0)
„ლოკომოტივი“ – „დინამო თბილისი“ 2:2 (0:0)
გოლები: 0:1 მარუშიჩი (65), 1:1 სიხარულიძე (70), 2:1 სანდოხაძე (78), 2:2 ოსეი ბარნსი (80)
„სამტრედია“ – „საბურთალო“ 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 შულაია (9), 0:2 გულიაშვილი (35)
„შუქურა“ – „თელავი“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 სარდალიშვილი (5), 1:1 რუხაძე (76)