მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის არჩევნის საკითხს შეეხო. ბეკენბაუერის აზრით, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლის შერჩევის პროცედურებს ფიფა ღიად უნდა ატარებდეს, უნდა დასახელდეს ყველა ფაქტორი და კრიტერიუმი თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ქვეყნის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი ფინანსური მაქინაციებისა და კორუფციისა.
“ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე ყატარის შესახებ. უცნაურია, რატომ მიიღო ფიფამ ამგვარი გადაწყვეტილება. ვფიქრობ მათ უნდა გაეთვალისიწნებინათ ყატარში არსებული ტემპერატურა ზაფხულის პერიოდში.”
“უკეთესი იქნებოდა იქ ზამთარში ეთამაშათ, რადგან ზაფხულის სიცხეს უდიდესი ენერგია მიაქვს. რთულია თამაში მიუხედავად იმისა, რომ სტადიონებზე გამაგრილებელი სისტემა დამონტაჟდება” – განაცხადა ფრანც ბეკებაუერმა.
შეგახსენებთ, ბეკენბაუერი კვლავ აგრძელებს მუშაობას ფიფაში, თუმცა ზნეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღმასრულებელ კომიტეტში მუშაობა აეკრძალა.