სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:01 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ედინსონ კავანიმ დაასახელა მცველი, რომელთანაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად უჭირდა. ურუგვაელის აზრით, ასეთი იტალიელი ჯორჯო კიელინია, რომელსაც „იუვენტუსის“ წინააღმდეგ არაერთხელ დაუპირისპირდა.

“მითამაშია სხვადასხვა მეტოქეებთან და ძალიან ძლიერებთანაც. ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაზე ძლიერი მცველი, რომელიც მე ოდესმე შემხვედრია - ჯორჯო კიელინია. ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია და მოედნის ყველა ნაწილში ვიბრძოდით, ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ ჯორჯო კიელინი ყველაზე მკაცრი მცველია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია“, - თქვა კავანიმ.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანის კიელინის წინააღმდეგ „პალერმოსა“ და „ნაპოლის“ მაისურით, ასევე ურუგვაის ნაკრებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114252