პრემიერლიგის მე-2 ტურში, „ლივერპულმა“ შინ „ბარნლის“ 2:0 მოუგო. მეორე ბურთი სადიო მანემ გაიტანა. ეს მერსისაიდელთა სენეგალელი შემტევის 50-ე გოლი გამოდგა „ენფილდზე“ ინგლისის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში.
მანე „წითლების“ მეხუთე ფეხბურთელი გახდა, ვისაც ამ ნიშნულისთვის მიუღწევია. მანამდე იგივე რობი ფაულერს, სტივენ ჯერარდს, მაიკლ ოუენსა და მოჰამედ სალაჰს მოუხერეხებიათ.