პორტუგალიურმა „პორტუმ“ გიორგი აბუაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ქართველი ნახევარმცველი „დრაკონების“ მეორე გუნდში გაირჯება, მაგრამ პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს და რა თქმა უნდა, თუ სამწვრთნელო შტაბს თავს მოაწონებს, იქ თამაშის შანსი მიეცემა.
„ეს ახდენილი ოცნებაა. მოუთმენლად ველოდები პირველ გუნდში თამაშს“, - ციტირებს პორტუგალიელთა ვებგვერდი გიორგის სიტყვებს.
18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „პორტუსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, გიორგი აბუაშვილი მიმდინარე სეზონში "დინამო თბილისში" თამაშობდა და ეროვნულ ლიგაში მოედანზე ოთხჯერ გავიდა.