ფეხბურთი

14:50 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენს კარდიოვერტერ დეფიბრილატორს ჩაუყენებენ

დანიის ნაკრების ნახევარმცველს, კრისტიან ერიკსენს, კარდიოვერტერ დეფიბრილატორს ჩაუყენებენ. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, ფეხბურთელი უკვე დათანხმდა ოპერაციას - გვამცნობს დანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

კარდიოვერტერ დეფიბრილატორი არის მოწყობილობა, რომელსაც აქვს კარდიოსტიმულაციის ფუნქცია, ასევე აფერხებს ადამიანის გულის უეცარ გაჩერებას.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, ევრო 2020-ის პირველი ტურის მატჩში, დანიისა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, დანიელთა ლიდერმა, ერიკსენმა უეცრად გონება დაკარგა და ექიმები მას დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ასულიერებდნენ. მათ შემდეგ თქვეს, რომ ფეხბურთელს ერთი ხანი გული გაჩერებული ჰქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთვრდა და ერიკსენი კოპენჰაგენის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

0.120535