სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:10 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვირაში ნახევარი მილიონი: რაიოლა "მანჩესტერში" პოგბას ხელფასის გაზრდას ითხოვს

პოლ პოგბას მომავალი უახლოეს ერთ კვირაში გაირკვევა. ბრიტანული მედიის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა და ფეხბრუთელის აგენტი მინო რაიოლა ზუმის საშუალებით დაილაპარაკებენ და პოლის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რაიოლას მოთხოვნაა, რომ პოგბას ხელფასი კვირაში 500 ათას გირვანქა სტერლინგს გაუტოლდეს, რაც ძალიან დიდი თანხაა და საეჭვოა, რომ ინგლისელებმა ამ წინადადებაზე თანხმობა განაცხადონ.

ფრანგს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და ოლე გუნარ სულშერისთვის შეუცვლელი მოთამაშე ნამდვილად არაა. პოგბას მომავალს ყველაზე აქტიურად მადრიდის „რეალს“, პსჟ-სა და „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

პოლ პოგბა „მანჩესტერს“ 2016 წელს სწორედ „იუვენტუსიდან“ შეუერთდა, სადაც 2012-2016 წლებში კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს გატარებული.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.109319