„იუვენტუსი“ მომდევნო სეზონში ტრადიციული შავ-თეთრ ზოლიანი მაისურებით ითამაშებს. კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე წარმოადგინა ახალი დიზაინის ფორმები და შეიძლება ითქვას, რომ ორწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ ტრადიციული სტილის მაისური დაიბრუნა.
ტურინული გრანდი ახალი სტილის ფორმით პირველ მატჩს იტალიის თასის ფინალში, ბერგამოს „ატალანტასთან“ ითამაშებს და ეს ერთგვარი პრეზენტაცია იქნება.
მაისურზე დატანილია წარწერა: „10 წელი სახლში“. საქმე ისაა, რომ 2021 წლის სექტემბერში 10 წელი გახდება მას მერე, რაც „იუვე“ ახალ არენაზე, „ალიანც სთედიუმზე“ თამაშობს, რომელიც 2011 წლის შემოდგომაზე გაიხსნა.