VTB ლიგის პლეი-ოფში მოსკოვის ცსკა „ნიჟნი ნოვგოროდს“ ესტუმრა და მოულონდელად დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. დმიტრი იტუდისის გუნდს გამარჯვებით შეეძლო მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაგრამ 72:76 წააგო.
თორნიკე შენგელიამ 25:59 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი და 7-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
თუმცა, ქართველმა კალათბურთელმა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა და სერიაში ანგარიში გათანაბრა - 1:1.