ფეხბურთი

20:26 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" აგუეროს შემცვლელად ჰოლანის და კეინის კანდიდატურას განიხილავს

"მანჩესტერ სიტი" სერხიო აგუეროს შემცვლელად "ტოტენჰემის" და "დორტმუნდის" თავდამსხმელებს ჰარი კეინის და ერლინგ ჰოლანის კანდიდატურებს განიხილავს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC Sport-ი ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას აპირებს "ქალაქელები" აგუეროს შემცვლელის სანაცვლოდ. ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონი ევროა, ხოლო ნორვეგიის ნაკრების ლიდერის - 110 ევრო. თუმცა აღნიშნული მონაცემები transfermarkt-ს ეკუთვნის და უცნობია კლუბები რამდენ მილიონად შეელევიან საკუთარ ლიდერებს.

ორივე ფეხბურთელი "ტოტენჰემისთვის" და "დორტმუნდისთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. კეინმა მიმდინარე სეზონში 40 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ჰოლანმა 31 შეხვედრაში თავი 33 გოლით და რვა საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.128812