ფეხბურთი

12:03 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

Marca-მ "რეალში" რონალდუს დაბრუნების სამი მიზეზი დაასახელა

„იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის „რეალში“ დაბრუნების შესახებ ხმები ისევ ვრცელდება. მადრიდულმა გამოცემა Marca-მ დაასახელა სამი მიზეზი, რის გამოც პორტუგალიელის „რეალში“ გადასვლა შესაძლებელია.

გულშემატკივრებთან ურთიერთობა, ზინედინ ზიდანის სურვილი და უშუალოდ რონალდუს სურვილი, რომ ისევ „სამეფო კლუბში“ ითამაშოს. გამოცემა წერს, რომ 36 წლის ვარსკვლავი უკმაყოფილოა იტალიური თავგადასავალით. Marca წერს, რომ თუ მადრიდში მისი ტრანსფერით დაინტერესდებიან, ის აუცილებლად დათანხმდება და "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნდება.

რონალდუ „იუვენტუსში“ სხვა მოლოდინით გადავიდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის შედეგები მასთან ერთად გაუარესდა, რასაც წელს სერია A-ში წარუმატებელი ასპარეზობაც დაერთო. გარდა ამისა, კრიშტიანუს კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაც არ მოეწონა, როდესაც სეზონის წინ მთავარ მწვრთნელად სრულად გამოუცდელი ანდრეა პირლო დანიშნეს.

პორტუგალიელ თავდამსხმელს „იუვესთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და სეზონში ხელფასის სახით 31 მილიონ ევროს იღებს. გამორიცხული არ არის, ფეხბურთელის გაყიდვა ტურინელებმაც გადაწყვიტონ, რადგან ბიუჯეტს მისი ხელფასისგან გაათავისფულებენ და გუნდის დაკომპლექტებას უფრო თავისუფლად მოახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს და 123 მატჩში 95 გოლის გატანა მოახერხა.

0.114854