„იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ (2:1), „პორტუს“ მეკარემ, აუგისტინ მარჩესინმა, ჟურნალისტებს უთხრა რომ მოხიბლულია თავისი გუნდის თამაშით.
„ძალიან კმაყოფილი დავრჩი ჩვენი თამაშით. დავამტკიცეთ, რომ კარგი გუნდი გვყავს და მოწინააღმდეგეებისგან მეტ პატივისცემას ვიმსახურებთ. დღეს ყველას ვუჩვენეთ, რომ დიდი მიზნებისთვის ვიბრძვით.“ - ციტირებს მარჩესინის სიტყვებს უეფას პრესსამასახური.