ტურინის "იუვენტუსი" უახლოეს მომავალში "დალასის" 19 წლის მცველს ბრაიან რეინოლდსის დაიმატებს. აღნიშნულ ინფორმაციას NBC Sports-ი ავრცელებს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა მოთამაშის სანაცვლოდ ამერიკელები 10 მილიონ დოლარს მიიღებენ, ხოლო რეინოლდსი "ბიანკონერისთან" ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. "იუვენტუსი" ფეხბურთელს დამატებისთანავე "ბენევენტოში" სეზონის დასრულებამდე გაანათხოვრებს.
რეინოლდსი "დალასის' აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წელს გადაიყვანეს. "დალასის" მაისურით ბრაიანმა 31 მატჩის ჩატარება შეძლო და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.