ფეხბურთი

19:30 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშებს

გიორგი არაბიძე ვოლგოგრადის „როტორში“ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია WORLDSPORT.GE-ს ოფიციალურად დაუდასტურეს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

არაბიძე ბოლოს პორტუგალიურ „ნასიონალში“ იყო, რომელსაც ზაფხულში დაუბრუნდა, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა არ ეძლეოდა. ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონი თურქულ „ადანასპორში“ იჯარით დაჰყო, სადაც თავიდან სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ სერიოზული ტრავმა მიიღო და სეზონის მეორე ნაწილი მთლიანად გამოტოვა.

22 წლის არაბიძის საფეხბურთო კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, საიდანაც დონეცკის „შახტარში“ აღმოჩნდა და მთავარ გუნდშიც ითამაშა, მაგრამ მისი უკრაინული კარიერა არ აეწყო.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებში არაბიძემ 2017 წელს ოთხჯერ ითამაშა და 3 გოლის გატანა შეძლო. "როტორში" სოლომონ კვირკველია, ბექა მიქელთაძე, ზურიკო დავითაშვილი და ნიკა ყიფიანი თამაშობენ, რუსეთის პრემიერლიგა კი 27 თებერვალს განახლდება.

0.13266