ფეხბურთი

12:20 | 29.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალის“ მცველს კრონავირუსი შეეყარა

ლონდონის „არსენალის“ 23 წლის ბრაზილიელ მცველს, გაბრიელს, გამოკვლევის შედეგად, კორონავირუსი დაუდგინდა - გვამცნობს Sky Sports.

ახლა ფეხბურთელი, დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და პრემიერლიგის დებულებების მიხედვით, შინ, თვითიზოლაციაში იმყოფება და უახლოეს ორ მატჩს „ბრაიტონთან“ და „ვესტ ბრომვიჩთან“ გამოტოვებს.

„გაბრიელს COVID-19-ზე შემოწმებისას, დადებითი პასუხი მიუვიდა. ჩვენ ვაგრძელებთ მასზე დაკვირვებას და ვამხნევებთ. იმედია, ამ ორი მატჩის შემდეგ, ის ჯანმრთელი დაგვიბრუნდება.’ - წერს კლუბის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელი „არსენალს“ ბოლო სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა ფრანგული „ლილიდან“ 26 მილიონ ევროდ.

0.113519