ფეხბურთი

17:30 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლანჩხუთის" მწვრთნელი ფეხბურთელებს: "ვნახეთ რა არის ჩემპიონთა ლიგა და როგორ ცხოვრობენ ისინი" (+VIDEO)

საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში შვედურ „როზენგარდთან“ (0:7) წაგების შემდეგ ფეხბურთელებს გასახდელში მიმართა.

ემოციური მიმართვის ვიდეო კლუბის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ჩხაიძემ ფეხბურთელები გაამხნევა და მადლობა გადაუხადა.

„აქამდე მოვედით და ჩვენი თვალით ვნახეთ რა არის ევროპა, რა არის ჩემპიონთა ლიგა, როგორ ცხოვრობენ ისინი, როგორი ფეხბურთელები არიან. ისინი ჩვენზე მეტად ქვეყნის დონით არიან განვითარებულნი, ფეხბურთით - არა. პირველ რიგში იქ ქვეყანაა განვითარებული, ჩვენ იქამდე ბევრი გვიკლია. ვინც, როგორც უნდა ისე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით დავმარცხდით, მადლობას გეტყვით. ჩვენს ერთობას გაუმარჯოს“, - თქვა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ლანჩუხთმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც ამ ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა. „როზენგარდთან“ საპასუხო მატჩი 16 დეკემბერს, შვედეთში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116246