საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ჯაბა კანკავა და ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის პრემიერლიგის 2020 წლის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
ქართველები ყაზახურმა გამოცემა Sports.kz-მ გამოარჩია და მათი სეზონი მოკლედ დაახასიათა:
„ასაკის მიუხედავად ჯაბა ყაზახეთის პრემიერლიგაში მოედნის ცენტრში თითქმის ვერავინ სჯაბნის. ელგუჯა ლობჯანიძემ კი დაამტკიცა, რომ შარშან „ტარაზში“ ნაჩვენები თამაში მაქსიმუმი არ იყო, რისი უნარიც მას აქვს და „კაისარში“ კიდევ უფრო გაიხსნა“, - წერს გამოცემა.
ჯაბა კანკავამ ყაზახეთის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონში 19 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო ელგუჯა ლობჯანიძემ 13 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ დალაშქრა. ორივე ფეხბურთელს „ტობოლთან“ და „ტარაზთან“ ამოეწურათ. ლობჯანიძემ კლუბი დაახლოებით ორი კვირის წინ უკვე დატოვა.