ქართველი ლეგიონერები

15:02 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერვედფინალში ვერ გავიდნენ

ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალში დაასრულა ევროტურნირებზე გამოსვლა ქართველი ხელბურთელი ქალების ორივე კლუბმა.

ქეთევან ვენეცკის ისტოგუ ახლო იყო მერვედფინალში გასვლასთან. კოსოვოს კლუბი შინ ორჯერ ეთამაშა ბელარუსის ვიქტორია-ბერესტიეს. შაბათს, პირველი მატჩი ისტოგუმ 33-30 მოიგო, მეორეში კი 28-32 აგებდა, როცა ბოლო წამებზე, კლუბის სააუკეთესო ბომბარდირმა, ესმა მურატოვიჩმა (25 გოლი ორ მატჩში), შვიდმეტრიანი ვერ გაიტანა. ვენეცკიმ მეორე თამაშში 2 გოლი გაიტანა, სულ ევროპის თასის 4 მატჩში - 9.

მედეა ჩოხელის მაკედონიური კლუბი, კუმანოვო უკრაინაში სტუმრად ეთამაშებოდა ლვოვის გალიჩანკას. კუმანოვოს აკლდა ერთ-ერთი ლიდერი, იანკულოვსკა, რომელსაც კოვიდ-ვირუსი აქვს. პირველი მატჩის პირველ ტაიმში ბრძოლა იყო და მასპინძლებმა 11-8, მოიგეს, თუმცა კუმანოვო მეორე ნახევარში 9-22 განადგურდა. ჯამში 17-33 და 26-31 მეორე თამაშში. ჩოხელმა პირველ თამაშში გაიტანა 2 გოლი, მეორეში - 5.

2020-21 წლის ევროტურნირებზე თამაშს აგრძელებს გიორგი ცხოვრებაძე. მის კლუბს, მონპელიეს ხვალ ევროპის ლიგის მეორე ტურის მატჩი აქვს შინ, თურქეთის ბეშიქთაშთან.

ხელბურთი. ევროპის თასი 2020-21, ქალები

მეთექვსმეტედფინალი, 20-22 ნოემბერი

გალიჩანკა ლვივ (უკრ) - კუმანოვო (მკდ) 33-17, 31-26

ისტოგუ (კოს) - ვიქტორია ბერესტიე (ბლრ) 33-30, 28-32

მერვედფინალი, იანვარი 2021 - ელჩე (ესპ), გრან კანარია (ესპ), მალაგა (ესპ), გვარდესი (ესპ), ლოკომოტივა (ხორ), ბელოვარი (ხორ), იალიკავაკი (თურ), მურატფაშა (თურ), გალიჩანკა (უკრ), ბერესტიე (ბლრ), სლავია (ჩეხ), პაოკი (საბ), იგლზი (შვც), სალერნო (იტა), ნიში (სრბ), გრუდე (ბოს)

0.134656