სხვა

22:21 | 24.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

UFC: ლიანა ჯოჯუამ ბრძოლისას ცხვირი დაიზიანა და დამარცხდა

UFC- ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ ამერიკელ მირანდა მავერიკთან მარცხი განიცადა. ქართველმა მებრძოლმა პირველივე რაუნდში ცხვირი დაიზიანია, ექიმებმა მას სისხლდენა ვერ შეუჩერეს და ბრძოლას გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მისცეს.

შედეგად, ჯოჯუა დამარცხდა და UFC-ში მისი ბალანსი უარყოფითია - 1 მოგება და 2 წაგება.

„სამწუხაროდ ასეც ხდება. მინდოდა მებრძოლა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა“, - დაწერა ბრძოლის შემდეგ ინსტაგრამში ჯოჯუამ.

UFC-ის პრეზიდენტი დანა უაიტი ლიანას ბრძოლას ტვიტერში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მას ცხვირი გატეხილი არ აქვს, მაგრამ ნაკერების დადება დასჭირდება.

0.114869