ფეხბურთი

11:20 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო უკრაინის ნაკრების ყველაზე დიდი მარცხის შესახებ

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, ჟურნალისტებთან მისი ნაკრების საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩში 1:7 წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

„ახლა ბევრი პრობლემური პოზიცია გვაქვს. მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელების გამოძახება მოგვიწია. არადა, წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის გერმანიასთან და ესპანეთთან.

„შახტარის“ მოთამაშეები ხვალ გაივლიან კორონატესტებს, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება ვის გამოძახებას შევძლებთ. ფრანგების წინააღმდეგ მოთამაშე და ჩვენი ნამდვილი ნაკრები ორი სხვადასხვა გუნდია. ამჯერად მსოფლიო ჩემპიონებთან კონკურენცია არ გამოგვივიდა.“ - ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს უკრაინის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ეს უკრაინის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი გახლდათ. მანამდე ასეთად ხორვატიასთან, ჩეხეთთან და ორჯერ ესპანეთთან 0:4-ები ითვლებოდა.

0.149885