ფეხბურთი

2:22 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტომას პარტეი პრემიერლიგაში ითამაშებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი ტომას პარტეი ლონდონის „არსენალში“ გადავიდა. როგორც ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, განელმა ფეხბურთელმა გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბრიტანული მედიის ცნობით, ტრანსფერის ღირებულებამ 45 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. გარდა ამისა, "არსენალმა" 1-წლიანი იჯარით მადრიდულ კლუბს ურუგვაელი ნახევარმცველი ლუკას ტორეირა დაუთმო.

პარტეი საფეხბურთო საზოგადოებითვის ცნობილი „ატლეტიკოში“ გახდა, სადაც 2015 წლიდან 188-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 16 გოლი გაიტანა. „როხიბლანკოს“ განელი ფეხბურთელი მანამდე „მალიორკასა“ და „ალმერიაში“ ჰყავდა განათხოვრებული. განის ეროვნულ ნაკრებში ტომასმა 2016 წლიდან დღემდე 27 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

0.107384