ფეხბურთი

1:50 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი ბერიძის გოლები უნგრეთში ერთ მატჩში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის ერთ მატჩში ორმა ქართველმა გაიტანა - ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ. „ფეჰერვარი“ საკუთარ მოედანზე „უიპეშტს“ გაეჯიბრა და 5:1 გაანადგურა.

ზივზივაძემ ახლო მანძილიდან გაიტანა 66-ე წუთზე და მიმდინარე სეზონში თავი მეორედ გამოიჩინა. ორ წუთში ჩვენებურმა გოლს საგოლე პასიც დაუმატა და გატანაში ნიკოლოვს დაეხმარა. ბუდუ 73-ე წუთზე შეცვალეს.

„უიპეშტმა“ პრესტიჟის გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა და მეტოქის კარი გიორგი ბერიძემ დალაშქრა, რომელიც „უიპეშტში“ რამდენიმე დღის წინ გადავიდა, თუმცა დებიუტი არ ჰქონია, რადგან ამ გუნდში ორი სეზონის წინაც თამაშობდა.

„ჰეფერვარი“ 11 ქულით გათამაშების ცხრილში ლიდერია, ხოლო „უიპეშტი“ 7 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

0.114504