სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:44 | 3.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" "დილას" აჯობა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურში „სამტრედიამ“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩართულ გორის „დილას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 54-ეწუთზე დავით თარგამაძემ პენალტით გაიტანა.

„დილამ“ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი წააგო და ლიდერი „დინამო ბათუმს“ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო „სამტრედიამ“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. წარმატებული გამოდგა გიორგი მიქაძის დებიუტიც და იმერული გუნდი 12 ქულით მერვე ადგილზეა.

„სამტრედია“ – „დილა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 თარგამაძე (54, პენ)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.104666