ფეხბურთი

10:58 | 3.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" ოთხ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტები გაუფორმა

თბილისის „ლოკომოტივმა“ ოთხ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტები გაუფორმა. ამის შესახებ დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

დავით უბილავა, ირაკლი სიხარულიძე და თემურ შონია გუნდში 2022 წლის ბოლომდე დარჩებიან, მათ ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივეს.

გარდა ამისა, მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ლოკომოტივის“ ღირსებას 2021 წლის ბოლომდე იჯარით დაიცავს. მისი სატრანსფერო უფლებები „დინამო თბილისს“ ეკუთვნის, თუმცა ნიჭიერ მეკარეს უახლოესი ერთი სეზონი ისევ „ლოკომოტივში“ ვიხილავთ.

0.121372