ფეხბურთი

13:33 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოდინმა „კალიარისთან“ კონტრაქტის პირობები შეათანხმა

„ინტერის“ მცველმა, დიეგო გოდინმა, იტალიურ „კალიარისთან“ კონტრაქტის პირობები შეათანხმა. ხელშეკრულება 2022 წლამდე გაფორმდა, ერთეწლიანი გაგრძელების პერსპექტივით. არჩევანი იმან გამოიწვია, რომ ფეხბურთელის მეუღლე წარმოშობით სარდინიიდანაა. ურუგვაელმა სამედიცინო შემოწმება გასულ კვირაში გაიარა. ახლა მხოლოდ კონტრაქტის ოფიციალური დადასტურებაღა დარჩა.

34 წლის მცველი წელიწადში ჯამაგირად 3 მილიონ ევროს მიიღებს - გვამცნობს თავისი ტვიტერის გვერდზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

გოდინი „ინტერში“ „ატლეტიკოდან“ შარშან გადაბარგდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. 2019-20 წლების სეზონში მან იტალიური კლუბის მაისურით 36 მატჩი გამართა, ორი ბურთი გაიტანა და ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.

0.115097