ფეხბურთი

0:02 | 10.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამომდე" კარგი განწყობა შეიქმნა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა და მე-11 ტურის სასტარტო მატჩი თბილისში, „ლოკომოტივსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ მატჩით დაიწყო.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩისთვის ემზადება და მნიშვნელოვან თამაშამდე კარგი განწყობაც შეიქმნა.

საჩეხერელებს კი ძალიან მძიმე სეზონი აქვთ და გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატები არიან. „ლოკომოტივს“ „ჩიხურამ“ ღირსეული წინააღმდეგობა ერთი საათი გაუწია, როდესაც გავაშელიშვილს გოლს ბუხაიძემ უპასუხა.

თუმცა, შემდეგ თბილისელებმა მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა და მატჩის ბედის გადაწყვეტა. საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“ 4:1 მოიგო და 16 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. „ჩიხურას“ რაც შეეხება, მხოლოდ 5 ქულა დააგროვა 11 ტურში და ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზე იმყოფება.

აქვე გეტყვით, რომ „ლოკომოტივი“ მომდევნო მატჩს 17 სექტემბერს, მოსკოვის „დინამოსთან“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავს.

„ლოკომოტივი“ – „ჩიხურა“ 4:1 (1:1)

გოლები: 1:0 გავაშელიშვილი (21), 1:1 ბუხაიძე (35), 2:1 კირკიტაძე (66), 3:1 სანდოხაძე (78), 4:1 სიხარულიძე (86)

0.145921