ფეხბურთი

11:25 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძეს თურქული და უკრაინული გუნდები იწვევენ

გიორგი არაბიძე პორტუგალიურ „ნასიონალში“ დაბრუნდა, მაგრამ როგორც ჩანს, გუნდში დიდხანს არ დარჩება. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა A Bola იტყობინება.

აღნიშნული წყაროს ცნობით, 22 წლის ქართველ ფეხბურთელს წინადადებები თურქეთიდან და უკრაინადან აქვს და მხოლოდ საათები აშორებს ნასიონალის დატოვებას. თუმცა, კონკრეტულად რომელი გუნდები იწვევს, ამის შესახებ არაფერს წერს.

არაბიძე „ნასიონალში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა და პირველ სეზონში 11 უგოლო თამაში ჩაატარა, რის შემდგომაც გუნდი დატოვა და იჯარით თურქულ „ადანასფორში“ გადაბარგდა.

თურქეთში მან შარშანდელი სეზონი კარგად დაიწყო, 7 თამაშში 2 გოლიც გაიტანა (4 საგოლე პასთან ერთად), მაგრამ შემდეგ კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაიკეთა და მთელი სეზონი იუქმა. ჩვენებური მადეირაზე დაბრუნდა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა დიდი შანსია, რომ პორტუგალია ისევ დატოვოს.

0.106121