25 ივნისს იწყება საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 20-წლამდე გოგონებსა და ბიჭებს შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.
ასპარეზობა ფიდეს-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდება. ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
ჩემპიონატში დაიშვებიან 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები.
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა უკეთესი კოეფიციენტის მქონე მოჭადრაკეს მიენიჭება.
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
I ადგილზე გასული სპორტსმენები 20-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მიიღებენ.
I-X ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს უფლება ეძლევათ მსოფლიოს აღნიშნულ ჩემპიონატში საკუთარი ხარჯებით იასპარეზონ, დანარჩენმა მსურველებმა კი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში 100 ევროს ექვივალენტის ლარი უნდა გადაიხადონ.
როლანდ ლაბუჩიძე