უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ნიშანდობლივია, რომ ამ სიმბოლურში ფეხბურთელები მხოლოდ და მხოლოდ ერთი კრიტერიუმით მოხვდნენ - ვინც უფრო მეტი ქულა მიიღო Fantasy Football-ში.
შედეგად, მოპოვებული ქულების რაოდენობით პოზიციების შესაბამისად, სეზონის სიმბოლურ ნაკრები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
მეკარე: მანუელ ნოიერი (ბაიერნი)
მცველები: იოზუა კიმიხი (ბაიერნი), მარკინიოსი (პსჟ), პრისნელ კიმპემბე (პსჟ), ხუან ბერნატი (პსჟ)
ნახევარმცველები: სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ანხელ დი მარია (პსჟ), მარსელ ზაბიცერი (ლაიფციგი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი)
თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)