ფეხბურთი

16:40 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სტეფან ლიხშტაინერმა კარიერა დაასრულა

შვეიცარიის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა სტეფან ლიხშტაინერმა საფეხბურთო კარიერა 36 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ შვეიცარიელმა ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა.

„რამდენიმე კვირიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ფეხბურთიდან წასვლა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მშვენიერი ემოციისთვის, რომელიც ერთად გამოვიარეთ. ვამაყობ ჩემი გავლილი გზით, „გრასჰოპერსი“, „ლილი“, „ლაციო“, „იუვენტუსი“, „არსენალი“ და ბოლოს „აუგსბურგი“. რა თქმა უნდა, მრავალი წელი ეროვნულ ნაკრებში. ასე რომ, მადლობა ყველაფრისთვის. მიყვარხართ“, - თქვა ლიხშტაინერმა.

სტეფან ლიხშტაინერმა შვეიცარიის ნაკრებში 2006-2019 წლებში 108 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე ყველაზე კარგი პერიოდი „იუვენტუსში“ ჰქონდა, სადაც 2011-2018 წლებში 257 თამაშში 15 გოლი გაიტანა და იტალიის მასშტაბით ყველაფერი მოიგო, მათ შორის შვიდჯერ სკუდეტო. მისი ბოლო კლუბი გერმანული „აუგსბურგი“ გამოდგა, რომლის რიგებში გასულ სეზონში ოცჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია.

0.112016