ფეხბურთი

15:05 | 3.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დი ფრანჩესკომ "კალიარი" ჩაიბარა

იტალიური „კალიარი“ ცნობილმა სპეციალისტმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ჩაიბარა. ამის შესახებ სარდინიული გუნდი ოფიციალურად იტყობინება.

მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და იტალიელმა ვალტერ ძენგა შეცვალა, რომელიც გუნდს სერია A-ში დარჩენაში დაეხმარა, მაგრამ ახალი კონტრაქტი მაინც ვერ მიიღო.

დი ფრანჩესკო ბოლოს „სამპდორიაში“ მუშაობდა, მანამდე „სასუოლოს“ ავარჯიშებდა, ხოლო სახელი „რომაში“ გაითქვა, რომელიც 2017-2018 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.

0.139297