ყაზანის „რუბინის“ 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებად ხვიჩა კვარაცხელია, იური დიუპინი და ფილიპ ურემოვიჩი დაასახელეს.
რუსული გუნდის ვებგვერდზე გულშემატკივართა გამოკითხვა მიმდინარეობდა, სადაც ხსენებულმა ფეხბურთელებმა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ აწ დასრულებულ სეზონში 27-ჯერ ითამაშა, 3 გოლი გაიტანა, 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა, 2-ჯერ პენალტი გამოიმუშავა, ხოლო ხუთჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით დაჯილდოვდა.