ფეხბურთი

23:28 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2 გოგიტა გოგუას დუბლით განახლდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება ორი მატჩით განახლდება. მესამე ტურში „შუქურამ“ ზუგდიდის „დინამოს“, „გაგრამ“ კი თბილისის „შევარდენს“ უმასპინძლა.

სატურნირო ცხრილის ლიდერმა „შუქურამ“ სეზონის რესტარტიც ისე ჩაატარა, როგორც პაუზამდე, დამაჯერებლად და ლაღად. აჭარულმა გუნდმა ზუგდიდის „დინამო“ მარტივად დაამარცხა. ჯერალდოს დუბლითა და კომახიძის გოლებით - 3:0. შედეგად, „შუქურამ“ 9 ქულა დააგროვა და ჩემპიონატში ერთადერთია, ვისაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს.

„გაგრასა“ და „შევარდენის“ დაპირისპირება კი დრამატული გამოდგა. მასპინძები მაქაცარიასა და ოქროპირიძის გოლებით იგებდნენ, მაგრამ შემდეგ სამუშიამ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გოგიტა გოგუამ ყველაფერი შეცვალეს - 2:3. გოგუამ მეორე ტაიმში დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

ეროვნულ ლიგა 2-ში 14 ივლისს „ვიტ ჯორჯია“ „რუსთავს“, მარტვილის „მერანი“ კი „არაგვს“ უმასპინძლებს. მესამე ტური ოთხშაბათს ბოლნისის „სიონისა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩით დასრულდება.

„შუქურა“ – „დინამო ზუგდიდი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჯერალდო (33), 2:0 კომახიძე (62), 3:0 ჯერალდო (83)

„გაგრა“ – „შევარდენი“ 2:3 (2:1)

გოლები: 1:0 მაქაცარია (5), 2:0 ოქროპირიძე (17), 2:1 სამუშია (22), 2:2 გოგუა (61), 2:3 გოგუა (72, პენ)

0.120517