პეპ გვარდიოლა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელობაზე ოცნებობს. ამის შესახებ ესპანელის ძმამ და ამავდროულად აგენტმა, პერე გვარდიოლამ Globo Esporte-სთან საუბარში განაცხადა.
"პეპი ოცნებობს, რომ ერთ დღეს ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. როდის იქნება შესაფერისი მომენტი, თუ მიიღებს შესაბამის წინადადებას. ეს არ არის ის, რაც ახლა მოხდება", - თქვა პერემ.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.