სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:43 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძეს პორტუგალიაში გამორჩეული სტატისტიკა აქვს

პორტუგალიურმა ვებგვერდმა Goalpoint-მა ოთხეულის მიღმა მყოფი გუნდების გარდა, დანარჩენ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით გამოარჩია. მეკარეებში ყველაზე კარგი შედეგი სეტუბალის “ვიტორიას“ კარის დარაჯ გიორგი მაკარიძეს აქვს.

„ქართველის სახელი ხშირად ხვდება ჩვენს საუკეთესოებში, თვალსაჩინო სიებში და სიმბოლურ ნაკრებებში. პრიმეირა ლიგაში სეზონის შეწყვეტამდე გამორჩეული იყო და ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე იმ კლუბებიდან, რომლებიც ევროზონაში არ იმყოფებიან. 11 მშრალი თამაში ჩაატარა, ყოველ 90 წუთში 3.3 სეივი აქვს (მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მთელ ჩემპიონატში), დარტყმების 76%-ს იგერიებს (ასევე მეორე მაჩვენებელი) და გამოსვლებზე 95%-იანი ეფექტურობით გამოირჩევა“, - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ ოთხეულში ამ დროისთვის „პორტუ“, „ბენფიკა“, „ბრაგა“ და „სპორტინგი“ იმყოფებიან. „სეტუბალი“ კი 24 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-12 ადგილზეა. მაკარიძეს ამ სეზონში 23 თამაში აქვს ჩატარებული და 11-ჯერ კარი მშრალად შეინახა. ცნობისთვის, დაახლოებით ერთი თვის წინ ამავე გამოცემამ მაკარიძე სეზონის სიმბოლრ ნაკრებში შეიყვანა.

შეგახსენებთ, პორტუგალიის პრემიერა ლიგა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ 4 ივნისს განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121027