ფეხბურთი

10:44 | 3.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: "ბარსელონას" დე ლიხტი უნდა ეყიდა, "იუვენტუსს" - დე იონგი"

ლუის ვან გაალი მიიჩნევს, რომ ფრენკი დე იონგმა და მატიას დე ლიხტმა კლუბების არჩევის დროს გადაწყვეტილება პირიქით მიიღეს. ლეგენდარული სპეციალისტის განცხადებით, დე ლიხტი „ბარსელონაში“, ხოლო დე იონგი „იუვენტუსში“ უნდა გადაბარგებულიყო.

„ერთი კლუბი თუ მაინც არსებობდა, სადაც დე ლიხტი უნდა გადასულიყო, ეს „ბარსელონაა“, ხოლო დე იონგი „იუვენტუსში“ უნდა წასულიყო, ასე გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

ფრენკის პოზიციაზე „ბარსელონას“ სერხიო ბუსკეტსი ჰყავს, „იუვეში“ კი ის თავის საყვარელ პოზიციაზე, დაცვის წინ ითამაშებდა. ახლა კატალონიაში მის როლში თამაში არტურო ვიდალს, ივან რაკიტიჩს და არტურსაც შეუძლიათ.

მე არ ვარ „ბარსელონას“ მწვრთნელი, მაგრამ ვფიქრობ, დე იონგი დაცვის ცენტრში უნდა გამოსცადონ. ამ პოზიციაზე „აიაქსშიც“ უთამაშია და ცუდი არ იყო. "ბარსელონას" დე იონგზე მეტად დე ლიხტი სჭირდებოდა და "იუვენტუსს" პირიქით“, - აღნიშნა ვან გაალმა.

შეგახსენებთ, რომ დე იონგი და დე ლიხტი „ბარსელონასა“ და „იუვენტუსში“ 75-75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდნენ. ამ დროისთვის დე იონგს კატალონურ გრანდში ჩატარებულ 36 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო დე ლიხტმა ტურინელთა რიგებში 26-ჯერ ითამაშა და მის ანგარიშზეც 2 გოლია.

0.117446