ფეხბურთი

22:41 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიკე სეტიენი: "ანალიზი და გამოსავლის პოვნაა საჭირო"

კატალონიის „ბარსელონამ“ კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით პირველი თამაში წააგო, „ვალენსიაში“ (0:2). ნამატჩევს 61 წლის სპეციალისტმა თამაში შეაფასა და განაცხადი, რომ მისმა გუნდმა გოლის გასატანად გზა ვერ მოძებნა.

„სიმართლე ისაა, რომ კარგად ვერ ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ვერ ვიპოვეთ გზა მეტოქის კარში გოლის გასატანად, არის რაღაცები, რაც ვერ გავაკეთეთ და „ვალენსიამაც“ ისარგებლა შეცდომებით.

პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო, ყველაზე კარგი ის მოხდა, რომ შესვენებაზე ნულოვანი ანგარიშით გავედით და დავისვენეთ. მეორე ტაიმში გარკვეულწილად გუნდი გაუმჯობესდა და თამაშიც შევძელით. თუმცა, ეს საკმარისი არაა.

ძალიან ცოტა საგოლე შანსი? პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მეორე ტაიმში შეგვეძლო გატანა. სამი, ოთხი ან ხუთი რეალური საგოლე შანსი გვქონდა. ყველაფერი სწორად მიდის, უნდა გავაკეთოთ ანალიზი და ვეძებოთ გამოსავალი“, - განაცხადა სეტიენმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ სეტიენის ხელმძღვანელობით სამი თამაში ჩაატარა, „გრანადას“ 1:0 აჯობა, ესპანეთის თასზე „იბიცასთან“ სასწაულებრივ 2:1 იმარჯვა და ახლა უკვე მარცხის ჯერიც დადგა.

0.11615