სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

2:58 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძე პორტუგალიაში მხოლოდ ტიტანებს ჩამორჩა

სეტუბალის „ვიტორიას“ მეკარე გიორგი მაკარიძეს პორტუგალიაში შესანიშნავი სეზონი რომ აქვს, უკვე ძველი ამბავია. ამჯერად ჩვენებური კიდევ ერთხელ გამოარჩიეს, თანაც გულშემატკივრებმა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო მეკარეთა შორის ქართველს მესამე პოზიცია ერგო და მხოლოდ ლუზიტანური ფეხბურთის გრანდების კიპერებს, აგუსტინ მარკესინსა და ოდისეას ვლაჩოდიმოსს ჩამორჩა.

გიორგიმ გამოკითხულთა ხმების 15% მიიღო, „პორტუს“ მეკარემ 36%, ხოლო „ბენფიკას“ კარის დარაჯმა - 18%.

შეგახსენებთ, მაკარიძეს მიმდინარე სეზონში 15 მატჩიდან 8-ჯერ მშრალად აქვს კარი შენახული. პორტუგალიური მედია ცოტა ხნის ჩვენებურს ლისაბონის „სპორტინგსა“ და „ბენფიკას“ უკავშირებდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115318