ფეხბურთი

21:10 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

წითელი ბარათები, პენალტები, ჩხუბი და დრამა სერია A-ში (+VIDEO)

„ლეჩესა“ და „კალიარის“ მატჩი ჯერ კიდევ გუშინ უნდა გამართულიყო, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო გადაიდო და დღეს გაიმართა.

თამაში მეტად დრამატული გამოდგა და ყველაფერი მოხდა, რისი მოხდენაც შეიძლებოდა. „კალიარი“ აქამდე 10-მატჩიანი წაუგებელი სერიით მოვიდა და 83-ე წუთამდე ჟოაო პედროსა და რაჯა ნაინგოლანის გოლებით მშრალად იგებდა.

თუმცა, შემდეგ ფაბრიციო კაჩატორემ კარის ხაზზე ხელით ითამაშა, წითელი ბარათი მიიღო და სარდინიელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯანლუკა ლაპადულამ გამოიყენა. დარჩენილ დროში იგივე ლაპადულა და „კალიარის“ მეკარე რობინ ოლსენიც გააძევეს ერთმანეთში ჩხუბისთვის და შეხლა-შემოხლა იმიტომ დაიწყო, რომ იტალიელი ფორვარდი გოლის გატანის შემდეგ ბურთის ცენტრში სწრაფად წაღებას ლამობდა, მაგრამ შვედმა მეკარემ ბურთი არ მისცა და შორს გადააგდო.

მიუხედავად არაერთი ვნებათა ღელვისა, „ლეჩემ“ მარკო კალდერონის გოლით თავი მარცხისგან მაინც დაიხსნა და ქულა მოიპოვა.

0.127596