ფეხბურთი

18:05 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" გორში დამარცხდა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ“ ტიტულის შენარჩუნების შანსი ძალიან შეიმცირა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს დიდებული შანსი ჰქონდა ლიდერ „დინამო ბათუმს“ ქულებით გათანაბრებოდა, მაგრამ გორში, „დილასთან“ დამარცხდა.

ზოგადად, გორში სამი ქულის დაგეგმვა ადვილი არავისთვისაა, მაგრამ „საბურთალო“ ფავორიტად განიხილებოდა, რადგან ბოლო დროს კარგ ფორმაში იმყოფებოდა. თუმცა, შიდა ქართლელებმა ჩინებულად ითამაშეს, თანაც პლეი-აუტის ზონასთან ერთ ნაბიჯში იყვნენ და ეს გამარჯვება მათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო.

ორი გოლი გავიდა და ორივე მატჩის მიწურულს. ჯერ ფორტესის კოთხერის შემდეგ გია ჩადუნელმა თავური დარტყმით გაიტანა და ანგარიში გახსნა, ხოლო შეტევაში მთელი გუნდით წასული „საბურთალო“ მასპინძლებმა კონტრშეტევაზე დაიჭირეს. მიკოლა კოვტალიუკმა ლაზარე კუპატაძეს დაასწრო და ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია - 2:0.

„დილას“ 41 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, მაგრამ პლეი-აუტის ზონას ჯერ მხოლოდ 3 ქულითაა მოშორებული. „საბურთალო“ კი 61 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა და საჩემპიონო შანსი ძალზე შეიმცირა.

„დილა“ – „საბურთალო“ 2:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჩადუნელი (86), 2:0 კოვტალიუკი (90)

0.120054