ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველის ფაბიან რუისისადმი ინტერესს "ლივერპული", "რეალი" და "ბარსელონა" იჩენენ. როგორც The Sun-ი იუწყება, ფეხბურთელის გადაბირებას აღნიშნული კლუბები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან.
რუისი "ბეტისის" აკადემიის აღზრდილია და კლუბი 2018 წელს დატოვა. "ნაპოლიმ" ფეხბურთელი სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა. გასულ სეზონში ფაბიანმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.
იტალიაში გადასვლის შემდეგ ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა და ამჟამად 50 მილიონი ევროა. რუისი "ნაპოლიში" თამაშის დროს პირველად გამოიძახეს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში და სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.