ფეხბურთი

21:18 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ "რეალს" ნეიმარისა და მბაპეს გარეშე დაუხვდება

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩს მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება.

ტომას ტუხელი ტრავმის გამო კილიან მბაპეს მოისაკლისებს, ხოლო ნეიმარი დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე ვერ გავა, რომელიც გასული სეზონიდან გადმოჰყვა „მანჩესტერთან“ მსაჯების შეურაცხყოფის გამო. გარდა ამისა, ვერ ითამაშებს ედინსონ კავანიც, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ამრიგად, ფრანგები ესპანურ გრანდს სამი წამყვანი შემტევის გარეშე დაუპირისპირდებიან

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსჟ „პარკ დე პრენსზე“ მადრიდის „რეალს“ 18 სექტემბერს დაუხვდება.

0.115871