ფეხბურთი

18:57 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "გენტმა" ბერიძე მესამედ გაანათხოვრა

ბელგიური „გენტის“ ქართველი ლეგიონერი გიორგი ბერიძე კარიერას „ლოკერენში“ გააგრძელებს. როგორც ბელგიელთა ვებგვერდი იტყობინება, ჩვენებური ახალი გუნდის რიგებში სეზონის ბოლო იჯარის წესით ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ „გენტს“ ბერიძე აქამდე ორჯერ ჰყავდა განათხოვრებული „ტრენჩინსა“ და „უიპეშტში“, ხოლო ზაფხულში დაიბრუნა. პრესეზონის მატჩებში ქართველი შედეგიანადაც თამაშობდა, მაგრამ იეს თორუპის მოწონება მაინც ვერ დაიმსახურა, შედეგად მესამედ გაანათხოვრეს.

„ლოკერენში“, რომელიც ბელგიის ქვედა ლიგაში ასპარეზობს, 22 წლის ჩვენებურზე იმედს ამყარებენ და როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, იმედოვნებენ, რომ გიორგი გუნდის შემტევ პოტენციალს გააძლიერებს.

0.130693