ფეხბურთი

15:17 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლოსანო "ნაპოლის" ფეხბურთელია

პსვ-ს 24 წლის მექსიკელი ირვინგ ლოსანო "ნაპოლის" ფეხბურთელია, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ნაპოლის" ლოსანოს ტრანსფერი 38 მილიონი ევრო დაუჯდა. მექსიკელმა "ნაპოლისთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ჰოლანდიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ლოსანომ 30 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

ირვინგი პსვ-მდე მშობლიურ კლუბ "პაჩუაში" თამაშობდა, სადაც ოთხ სეზონში 149 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარის დარაჯები 43-ჯერ დაამწუხრა.

0.116769