ფეხბურთი

15:50 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი და კოლაშინაცი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდნენ

ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელები, ზეად კოლაშინაცი და მესუთ იოზილი, საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდნენ. Daily Mail-ს ცნობით, დღეს ფეხბურთელებმა საერთო ჯგუფში ივარჯიშეს და იმედოვნებენ, რომ ისინი უახლოეს მატჩებში ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში, იოზილის ავტომობილს, სადაც კოლშინაციც იჯდა, დანებით შეიარაღებული ორი უცნობი დაესხა. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

შემდეგ იოზილის სახლთან პოლიციამ ორი ახალგაზრდა ფერთახ ერკანი და სალამან ეკინჯი დააკავა. მათ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალი წაუყენეს და სექტემბერში სასამართლო გაიმართება.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ფეხბურთელები, შესაძლოა, სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებების კონფლიქტის მსხვერლი გახდნენ.

ორივემ, უსაფრთხოების მიზნით, პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი გამოტოვეს „ნიუკასლთან.“

0.115834