„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავი, ლიონელ მესი, „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, ნეიმარის სატრანსფერო მოლაპარაკებებში ჩაერთო - წერს ესპანური Marca. წყაროს ცნობით, არგენტინელმა პირადად დაურეკა ბრაზილიელს, სთხოვა, მადრიდის „რეალში“ არ გადავიდეს და „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.
ესპანური მედია ასევე აღნიშნავს, რომ უფრო სავარაუდო ნეიმარის „რეალში“ გადასვლაა, რადგან პსჟ-ს „ბარსელონასთან“ ცუდი ურთიერთობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი კატალონიურ კლუბში 2013-17 წლებში თამაშობდა.