ფეხბურთი

0:44 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ნეიმარს 200 მილიონზე იაფად არ გაყიდის

ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას აგრძნობინა, კლუბში დარჩენას აღარ ვაპირებო. ამიტომ პარიზულმა კლუბმა გამოაცხადა, რომ შეღავათს არავის გაუწევს და ბრაზილიელს 200 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის - წერს Le Parisien.

უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ, რომ ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს, სადაც 2013-17 წლებში თამაშობდა. ეგ არის, ტრანსფერზე ვერაფრით თანხმდებიან.

ესპანური მედია იმასაც წერდა, ნეიმარით მადრიდის „რეალიც“ დაინტერესდაო.

გსულ სეზონში, პსჟ-ის მაისურით ნეიმარმა ყველა ტურნირში 28 მატჩი ჩაატარა, 23 ბურთი გაიტანა და 13-ჯერ საგოლედ უპასა. პარიზულ კლუბთან მისი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა მოქმედი.

0.11714