ფეხბურთი

13:38 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

შოუ: „მომავალი სეზონი „მანჩესტერისთვის“ უკეთესი იქნება“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი, ლიუკ შოუ, დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ახალ სეზონს შარშანდელზე გაცილებით უკეთ ჩაატარებს. თუმცა, მათი გულშემატკივრების უმეტესობა განსხვავებული აზრისაა.

„მეტოქეებს ისე აღარ გაუადვილდებათ ჩვენთან თმაში, როგორც გასულ სეზონში. შესაძლოა, ადამიანებს ჩვენი არ სჯერათ, მგრამ ნუ სჯერათ. დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთესი სეზონი გვექნება.“ - უთხრა შოუმ Goal-ს.

გასულ მაისს შოუ კლუბის ქომაგებმა თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და მეტ ბასბის სახელობის პრიზიც გადასცეს, რომელიც 1972 წელს დააარსეს.

გაასულ სეზონში „მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.

0.118913